"აღმოსავლეთ ევროპის პატარა ქვეყნიდან ვარ, არაფერი მქონდა, ახლა კი NBA-ში ვარ, ეს ჩემი ოცნება იყო" - სანდრო მამუკელაშვილი
5 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და სან ანტონიო სპურსის კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი, ტეხასის ქალაქ ვიჩიტა-ფოლსში საკალათბურთო ბანაკს ეწვია. მამუმ ახალგაზრდა კალათბურთელებს მიმართა და თავისი გამოცდილება გაუზიარა.
თუ ბევრს არ ვიშრომებ, თამაშისთვის მზად არ ვარ, თუ თამაშისთვის მზად არ ვარ, პროფესიონალიც არ ვარ, ამიტომ შენ უნდა იყო პროფესიონალი და მთავარია შენ უნდა გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ, სწორედ ამ საქმისადმი სიყვარული მაიძულებს, რომ ბევრი ვიმუშაო.
მე თამაშისადმი დიდი სიყვარული და პატივისცემა მაკავშირებს, რადგან კარიერაში ამან ბევრი რამ მომცა. ბიჭებო, მე აღმოსავლეთ ევროპის პატარა ქვეყნიდან ვარ, არაფერი მქონდა, ახლა კი NBA-ში ვარ, ეს ჩემი ოცნება იყო, რომელიც ამიხდა და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ თამაში მიყვარს. კალათბურთმა ბევრი რამ მომცა და თქვენც ბევრს მოგცემთ თუ ბევრს იშრომებთ. - სანდრო მამუკელაშვილი