მამუკელაშვილის წარმატებული დებიუტი ტორონტოში და მოგება 20 ქულით
1 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
სანდრო მამუკელაშვილმა ტორონტოს შემადგენლობაში NBA-ის რეგულარული სეზონის სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.
რაპტორსმა ატლანტა ჰოუქსი სტუმრად 20-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 138:118 დაამარცხა.
ქართველმა ფორვარდმა, რომელიც მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, 17 წუთში 7 ქულა, 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მოაგროვა. სანდრომ 1-დან 1 სამქულიანი და 5-დან 2 ორქულიანი ჩააგდო.
ტორონტოს რიგებში 25 ქულით, 8 მოხსნით, 5 პასითა და 2 ჩაჭრით არ ჯეი ბარეტი გამოირჩა. ატლანტას კი 22 ქულით, 5 ასისტით, 1 მოხსნითა და 1 ჩაჭრით ტრეი იანგმა ულიდერა.
მამუკელაშვილის გუნდი მომავალ მატჩს შაბათს, 25 ოქტომბერს, მილუოკი ბაქსის წინააღმდეგ გამართავს.
GAME WON 🔥
— Toronto Raptors (@Raptors) October 23, 2025
Presented by @McDonaldsCanada pic.twitter.com/DJyASEgiuU