ტორონტომ ბრუკლინი დაამარცხა | მამუკელაშვილმა შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ტორონტო რეპტორსმა ბრუკლინ ნეტსი 119:109 დაამარცხა.
ქართველმა კალათბურთელმა, სანდრო მამუკელაშვილმა ტრავმის გამო დღევანდელი შეხვედრა გამოტოვა, კერძოდ, სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით მამუს კისრის დაჟეჟილობა აქვს, ჯერჯერობით უცნობია ითამაშებს თუ არა სანდრო მომდევნო ტურის შეხვედრაში.
Mamu (neck) and Agbaji (back stiffness) will both be out tonight vs. Nets for Raptors.
— Michael Grange (@michaelgrange) November 11, 2025
ბრუკლინთან შეხვედრაში ყველაზე მეტი 25 ქულა ბრენდონ ინგრამმა ჩააგდო, 24 ქულა ჰქონდა იმანუელ ქუიკლის, 21-21 ქულა მიითვალეს ნიკოლას კლაქსტონმა და მაიკლ პორტერმა.
ტორონტო რეპტორსი აღმოსავლეთ კონფერენციაში 6 მოგებით და 5 მარცხით მე-8 პოზიციაზეა, მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 14 ნოემბერს კლივლენდ კავალიერსის წინააღმდეგ გამართავს.
მატჩის მიმოხილვა: