Belive

12 წუთი და ბრწყინვალე მატჩი - ბითაძემ პელიკანსის წინააღმდეგ ითამაშა

6 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ორლანდოს" 24 წლის ცენტრმა - გოგა ბითაძემ NBA-ს პრე-სეზონში "ნიუ ორლეანს პელიკასის" წინააღმდეგ პარკეტზე 12 წუთი გაატარა, თუმცა მისი კლუბი 92:104 დამარცხდა.

ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 12 წუთი გაატარა, რა დროშიც მისი მონაგარი: 9 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2 დაკარგვა იყო. გოგამ 1 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო 2 მოხსნა მეტოქის ფარზე შეძლო.

"ორლანდო" შემდეგ მატჩს 21 ოქტომბერს ბრაზილიური "ფლამენგოს" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 21 ოქტომბერს, თბილისის დროით 03:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები