Belive

ბითაძის 3 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 2 დაფარება - ორლანდომ ზედიზედ მეცხრედ მოიგო

5 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) მორიგი მატჩები გაიმართა. გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქი" 3 დღეში მეორედ შეხვდა "ვაშინგტონ ვიზარდს" და ამჯერადაც დაამარცხა (130-125).

ქართველმა კალათბურთელმა თამაში ისევ ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და პარკეტზე 24 წუთი გაატარა. ამ დროში მან 3 ქულა, 5 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება დააგროვა. გოგას 4 პერსონალური ჯარიმაც ჰქონდა, რაც მის სათამაშო წუთებს ზღუდავს.

გოგა ბითაძის შედეგიანი გადაცემა:

ორლანდოელებს ფრანც ვაგნერმა და ბანკერომ ულიდერეს, ფრანცს ორივე გუნდის მხრიდან ყველაზე მეტი - 31 ქულა ჰქონდა და ამასთან, 7 მოხსნასა და 8 პასს მოუყარა თავი. ბანკერომ კი 28 ქულა, 13 მოხსნა და 7 გადაცემა დააგროვა და სამმაგი დუბლის ზღვარზე გაიარა.

ვაშინგტონელებიდან ორმაგი დუბლით დანიელ გაფორდის გამორჩევა შეიძლება (18 ქულა, 11 მოხსნა), მათ რიგებში ყველაზე მეტი ქულა კი კაილ კუზმამ დააგროვა - 27.

ამ გამარჯვებით "ორლანდო მეჯიქს" ზედიზედ მეცხრე მოგება დაუგროვდა, რეგულარულში ჩატარებული 19 შეხვედრიდან 14 თავისთვის დაიტოვეს და აღმოსავლეთ კონფერენციის მეორე ადგილზე იმყოფებიან, მათ მხოლოდ "ბოსტონ სელტიკსი" უსწრებს - 15 მოგებითა და 4 მარცხით.

მატჩის მიმოხილვა:

სხვა სტატიები