„UFC-ს ილიასი 30%-ითაც რომ სჯეროდეს, არმანთან აჩხუბებდნენ“ — უსმან ნურმაგომედოვი
უსმან ნურმაგომედოვმა არმან ცარუკიანთან შესაძლო სატიტულო ბრძოლასა და ილია თოფურიაზე ისაუბრა. PFL-ის ჩემპიონის თქმით, UFC თოფურიასა და პიმბლეტს უბრალოდ უფრთხილდება, რადგან კომპანიისთვის მათ ფულის მოტანა შეუძლიათ, ხოლო თავად ნურმაგომედოვისა და ცარუკიანის დაპირისპირება გაყიდვების თვალსაზრისით უდიდესი მოვლენა იქნება.
შეიძლება ასეც მოხდეს. რატომ? ვისთან უნდა დააპირისპირონ ცარუკიანი? პიმბლეტი? არა. არც თოფურია. თოფურია, რომ რეალური ძალა იყოს, მის წინააღმდეგ დიდი ხნის წინ აჩხუბებდნენ. UFC-ს 30%-თ მაინც, რომ სჯეროდეს თოფურიასი, მაშინ არმანთან აჩხუბებდნენ. ილია იქამდე იქნება, სანამ მას კომპანიისთვის ფულის მოტანა შეეძლება. პიმბლეტიც მათი ფავორიტია. გეიჯიმ სახე მასაც შეულამაზა. გაყიდვების გათვალისწინებით, უსმან ნურმაგომედოვი ნებისმიერი მებრძოლის წინააღმდეგ დიდი ჩხუბი იქნება. - უსმან ნურმაგომედოვი
🚨 Usman Nurmagomedov calls Ilia Topuria a “Cash Cow” for the UFC and says if they believed he can beat Arman they would've made that fight.
— FightLuck (@FightluckBet) October 2, 2026
🗣“If Topuria were a real option, they would've matched them up a long time ago. If they gave him even a 30% chance of beating Arman, they… pic.twitter.com/GUDUNCxPYD
შეგახსენებთ, რომ უსმან ნურმაგომედოვი PFL-ის და Bellator-ის ჩემპიონია. ამ ორგანიზაციებში არასდროს დამარცხებული და ყველა მეტოქესთან უდიდეს ფავორიტად ითვლებოდა. ამჟამად, უსმანს PFL-თან კონტრაქტი აღარ აკავშირებს და მოსალოდნელია, რომ UFC-ში გადავა.