Belive

„იოლი მეტოქე გირჩევნია?!“ - მორალესმა ისლამ მახაჩევი გამოიწვია

1 დღის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის ქვესაშუალო დივიზიონის დაუმარცხებელმა ეკვადორელმა მებრძოლმა მაიკლ მორალესმა, ჩემპიონ ისლამ მახაჩევსა და დივიზიონის ტოპ-მებრძოლებს მიმართა. 27 წლის სპორტსმენმა მახაჩევი იოლი მეტოქის არჩევაში დაადანაშაულა, კარლოს პრატესს ოქტაგონში შეხვედრა შესთავაზა, იან გარის მიმართულებით შეურაცხმყოფელი რეპლიკა ისროლა და შავკატ რახმონოვთან 2027 წელს ჩხუბიც დაგეგმა.

ისლამ შენ იცი, ვინც ვარ. თქვი, რომ მორალესი ბევრად უფრო სახიფათოაო. ისიც თქვი, რომ კიდევ ერთი ჩხუბი მჭირდება.

პრატესზე და ჩემზე თქვი, იჩხუბონო. კარგი, მაგრამ მაგის შემდეგ მიზეზი აღარ დაგრჩება.

პრატეს, შენ თქვი, რომ UFC-ს ჩემთან ჩხუბი არასდროს შემოუთავაზებიაო. შენ და მე - მოდი, გავაკეთოთ ეს. შენც ქამარი გინდა, მეც ქამარი მინდა. გავარკვიოთ, ვინ არის შემდეგი.

მაგრამ თუ განსხვავებული გეგმები გაქვთ... ისლამ, თუ პრატესი გირჩევნია, რადგან იოლი მეტოქე გირჩევნია, მე 2027 წლისთვის ჩემი გეგმები მაქვს - ამ დივიზიონის „ფინალური ბოსი“ შავკატ რახმონოვი.

ოჰ, თითქმის დამავიწყდა... იან გარის დედაც... - მაიკლ მორალესი

ქვესაშულო წონა საჩემპიონო კანდიდატებით მართლაც დახუნძლულია. ისლამ მახაჩევმა ერთს - იან გარის უკვე მოუგრიხა კისერი. ახლა კარლოს პრატესი და მაიკლ მორალესი დარჩა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერთ-ერთი საშიში შავკატ რახმანოვი ტრავმიდან დასაბრუნებელია.

სხვა სტატიები