"თეთრ სახლში ილიას დამარცხებით მიღებულ დიდებას ვერავინ გამოცდის“ - ჯო როგანმა გეიჯიზე
ჯო როგანმა ჯასტინ გეიჯის მიერ ილია თოფურიას დამარცხებასა და სპორტსმენების ფსიქოლოგიაზე ისაუბრა. UFC-ის ცნობილი კომენტატორის თქმით, გეიჯის ეს გამარჯვება საბრძოლო სპორტის ისტორიაში შევა, თუმცა უმაღლეს დონეზე მიღებული ეიფორია ნარკოტიკივითაა და რინგზე დიდხანს დარჩენას თავისი საფრთხეები ახლავს. ამ სიტყვებით შეიძლება როგანმა იმაზეც მიგვანიშნა, რომ გეიჯი კარიერის დასრულებას აპირებს.
იმ დიდებას, რომელიც ჯასტინ გეიჯიმ თეთრ სახლში ილია თოფურიას დამარცხებით მოიპოვა, ვერავინ ვერასდროს გამოცდის. ეს საბრძოლო სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მომენტი. როდესაც გეიჯის ეს სენსაციური გამარჯვება ვნახე, გავიფიქრე: 'ძმაო, კიდევ რა უნდა დაამტკიცო?' მან უბრალოდ მსოფლიო შოკში ჩააგდო. მას ნამდვილად შეეძლო პენსიაზე ახლავე გასულიყო და ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მებრძოლად დარჩენილიყო. როდესაც ამ დონეს აღწევ, მუდმივად იმ ადრენალინსა და ეიფორიას დასდევ. ეს ნარკოტიკივითაა, ხომ ასეა? და გინდა, რომ ეს გრძნობა კვლავ განიცადო. თუმცა, სპორტში მეტისმეტად დიდხანს დარჩენაში საფრთხეც არსებობს. - ჯო როგანი
🚨JOE ROGAN ON JUSTIN GAETHIE’S LEGENDARY MOMENT AT THE WHITE HOUSE 👀🔥
— FightLuck (@FightluckBet) October 1, 2026
🗣️ “The glory that Justin Gaethje got when he beat Ilia Topuria at the White House — no one’s ever going to experience that. One of the greatest moments in the history of combat sports.
🗣️ When I saw… pic.twitter.com/ABJTQ4r7vX
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი ერთმანეთს თეთრი სახლის ღონისძიებაზე შეხვდნენ. ისტორიული საღამო ამერიკელის გამარჯვებით დასრულდა და თოფურიამ კარიერაში პირველი მარცხი იწვნია.