Belive

"თოფურიასთან ბრძოლაზე ჩვენ თანახმა ვართ" - პარნასის მენეჯერი

3 საათის წინ სხვა
1 წთ

სალადინ პარნასის მენეჯერმა საინტერესო განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, თუ UFC ფარნასის და თოფურიას ბრძოლის ჩანიშვნას გადაწყვეტს, ისინი ამის წინააღმდეგი არ იქნებიან.

თუ UFC-ს თოფურია სალადინის ჩანიშვნა სურს, ჩვენი მხრიდან თანხმობას მიიღებენ. თუმცა, ახლა ხელი არაფერზეა მოწერილი და რაც ყველაზე მთავარია, ოფიციალური არაფერია. - ამბობს პარნასის მენეჯერი

სალადინ ფარნასის დებიუტი UFC-ში სულ ახლხან შედგა. მან დენ ჰუკერი ძალიან მარტივად დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგი UFC-ში დებიუტანტია, მას ზურგს საკმაოდ დიდი გამოცდილება უმაგრებს. კარიერაში ჩატარებული 26 ბრძოლიდან მხოლოდ ორში დამარცხდა. გარდა ამისა, პარნასი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში KSW-ს ჩემპიონი იყო.

სხვა სტატიები