Belive

სტრიკლენდი იმავოვთან არ იჩხუბებს, სანამ სასურველ თანხას არ მიიღებს

1 დღის წინ სხვა
1 წთ

სპორტულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნასურდინ იმავოვისა და შონ სტრიკლენდის ბრძოლა გადაიდო. ამერიკელისა და ფრანგის დაპირისპირება UFC 335-ზე 12 დეკემბერს არ იქნება.

ამ ჩხუბის გადაწევის მთავარი მიზეზი ჩემპიონის მხრიდან მოთხოვნილი თანხაა. ის უკეთეს ანაზღაურებას ითხოვს. გარდა ამისა, სტრიკლენდი ცოტა ხნის წინ ავარიაში მოყვა. ნასურდინს მოუწევს საკუთარ სატიტულო ჩხუბს 2027 წლის იანვარ-თებერვლამდე დაელოდოს.

შესაბამისად, UFC 335-ის მთავარი ბრძოლა ჩარლზ ოლივეირასა და დიეგო ლოპესის დაპირისპირება იქნება, BMF-ის ქამრისთვის. ამ ღონისძიების თანამთავარი ჩხუბი სერგეი პავლოვიჩის და ალექს პერეირას ბრძოლა იქნება.

სხვა სტატიები