Belive

დანა უაითი: "თოფურია-პიმბლეტის TUF-ის სეზონი? ვნახოთ, როგორ განაწილდება დრო“

21 საათის წინ სხვა
1 წთ

დანა უაითმა, ილია თოფურიასა და პედი პიმბლეტს შორის The Ultimate Fighter-ის (TUF) ახალ სეზონში შესაძლო დაპირისპირებაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, ეს იდეა თავად პიმბლეტმა გააჟღერა. უაითმა დაადასტურა, რომ ორგანიზაციას ორ პოპულარულ მებრძოლს შორის პროექტის ფარგლებში დუელი ძალიან ხიბლავს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ბრძოლების განრიგსა და შესაფერის დროზე იქნება დამოკიდებული.

ძალიან მომწონს ეს იდეა, თუმცა ბევრი რამ განსაზღვრავს იმას, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ეს ეხება არა მხოლოდ The Ultimate Fighter-ს, არამედ კონკრეტულ ბრძოლებსა და საჩემპიონო ჩხუბებსაც. ვნახოთ, როგორ განაწილდება დრო. - ამბობს დანა უაითი

თოფურიასა და პიმბლეტს შორის არსებული დაძაბულობა The Ultimate Fighter-ის ფორმატს იდეალურად ერგება, რაც შოუს რეიტინგებს გარანტირებულად აწევს. თუმცა, გავა თუ არა ეს იდეა რეალობაში, უახლოეს მომავალში გამოჩნდება. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად დაემთხვევა UFC-ის საჩემპიონო გეგმები და ორივე მებრძოლის გრაფიკი ერთმანეთს.

სხვა სტატიები