"მინდა, ჩემი უკანასკნელი ბრძოლა მექსიკაში ჩავატარო“ - კანელო ალვარესი
კანელო ალვარესმა კარიერის დასრულების გეგმებსა და გამოსამშვიდობებელ ბრძოლაზე ისაუბრა. მექსიკელმა სუპერვარსკვლავმა განაცხადა, რომ სურს ბოლო ორთაბრძოლა სამშობლოში, ლეგენდარულ „ასტეკას“ სტადიონზე გამართოს.
მინდა, რომ ჩემი უკანასკნელი ბრძოლა მექსიკაში ჩავატარო. ახლახან, როდესაც იქ ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად ვიმყოფებოდი, „ასტეკას“ სტადიონზე ვნახე თამაში - ეს არის არენა, რომელიც წარმოუდგენელ ენერგეტიკასა და ემოციას განიჭებს.
წარმოვიდგინე საკუთარი თავი, თუ როგორ ვიბრძოდი იმ სტადიონზე. ემილიო ასკარაგას (ერთ-ერთი მექსიკური ტელევიზიის მფლობელს), Zoom-ით ვისაუბრე და მომავალში იქ ბრძოლის გამართვის შესაძლებლობა განვიხილეთ. - კანელო ალვარესი
🚨 Canelo Alvarez has stated that he would like to have his final fight at Azteca Stadium in Mexico 🇲🇽
— Source of Boxing (@Sourceofboxing) October 1, 2026
"I want my last fight to be in Mexico. Now that I was there as a fan supporting the national team, I was at Estadio Azteca, and it's a stadium that gives you an incredible… pic.twitter.com/KE0vh4fnNK
შეგახსენებთ, რომ კანელო ალვარესი თანამედროვე კრივში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი და გავლენიანი ფიგურაა. 36 წლის მექსიკელი სუპერვარსკვლავი მსოფლიო ჩემპიონი ოთხ სხვადასხვა წონით დივიზიონში გახდა, ხოლო სუპერ საშუალო წონაში აბსოლუტური ჩემპიონის სტატუსს წლების განმავლობაში ინარჩუნებდა. პროფესიონალურ რინგზე ჩატარებული 68 ორთაბრძოლიდან ალვარესმა მხოლოდ 3 დათმო და 2 ფრედ დასრულდა.