Belive

ბარსელონა ოლიმპიაკოსთან დამარცხდა | თორნიკეს შედეგიანი მატჩი ჰქონდა

1 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის 25-ე ტურის შეხვედრაში ბარსელონა ოლიმპიაკოსთან 87:75 დამარცხდა.

თორნიკე შენგელიამ 26:51 წუთი ითამაშა, რა დროშიც 12 ქულა (8-დან 5 ორქულიანი, 4-დან 2 საჯარიმო), 8 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

მატჩში ყველაზე მეტი ქულა ალექსანდრ ვეზენკოვმა ჩააგდო და ორმაგი დუბლიც მიითვალა - 20 ქულა, 11 მოხსნა, 17 ქულა ჰქონდა ტაილერ დორსის.

ბარსელონა ევროლიგის ცხრილში 16 მოგებით და 9 მარცხით მე-5 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 1 თებერვალს ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით, მურსიას წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები