შენგელიამ ბასკონიას 16 ქულა ჩაუგდო | ბარსელონამ ესპანური დაპირისპირება მოიგო
საკალათბურთო ევროლიგის 27-ე ტურში ესპანური დაპირისპირება შედგა. ბასკონიამ ბარსელონას უმასპინძლა და 91:97 დამარცხდა. ამ მომენტისთვის, ბარსელონას 17 მოგება აქვს და ცხრილის მეოთხე პოზიციაზეა.
მიუხედავად იმისა, რომ თორნიკე შენგელიას ბარსას ძირითად ხუთეულში არ დაუწყია, შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 27:30 წუთი გაატარა და ამ დროში კატალონიელებს 16 ქულა, 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და ერთი დაფარება მოუტანა. საკუთარი გუნდის შემადგენლობაში, თორნიკემ, ჯოელ პარასთან ერთად, ყველაზე მეტი ქულა დააგროვა. შენგელიამ 8-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, პერიმეტრიდან მხოლოდ ერთხელ სცადა და ზუსტი აღმოჩნდა.
⛔⛔⛔ pic.twitter.com/kY2EDwdTU3
— Barça Basket (@FCBbasket) February 6, 2026
შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია ბასკონიას ღირსებას 6 წლის განმავლობაში იცავდა (2014-დან 2020 წლამდე). ხვალ ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონატში ჟირონას შეხვდება, ხოლო ევროლიგის მომდევნო ტურში პარიზს უმასპინძლებს.
𝐕𝐢𝐜𝐭𝐨̀𝐫𝐢𝐚 importantíssima a Vitòria 😤 pic.twitter.com/Jf1PGn9jDw
— Barça Basket (@FCBbasket) February 6, 2026