Belive

ბარსელონას მორიგი გამარჯვება და მე-3 ადგილი ესპანეთის ჩემპიონატში

1 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის ACB ლიგის მე-19 ტურის შეხვედრაში ბარსელონამ ბასკეტ ჟირონა 97:92 დაამარცხა.

თორნიკე შენგელიამ 27:32 წუთი ითამაშა, რა დროშიც 4 ქულა (2-დან 1 ორქულიანი, 4-დან 2 საჯარიმო), 6 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა.

მატჩში ყველაზე მეტი 22 ქულა ხოსეპ ბუსკეტსმა ჩააგდო, 21 ქულა ჰქონდა უილ კლაიბერნს.

ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონატის ცხრილში 26 ქულით მე-3 პოზიციაზეა (13 მოგება, 6 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 12 თებერვალს ევროლიგის ეგიდით, პარიზის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები