Belive

ჟოზე მოურინიომ მადრიდის რეალთან კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა

1 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

მადრიდის რეალმა ჟოზე მოურინიო გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად წარადგინა. ცერემონია დახურულ კარს მიღმა გაიმართა, რის გამოც, გულშემატკივრებმა ეს კადრები მხოლოდ მადრიდის რეალის ოფიციალურ არხზე გავრცელებული რამდენიმე ფოტოს მეშვეობით ნახეს.

"სახლში დავბრუნდი" - განაცხადა პორტუგალიელმა, რომელიც ფლორენტინო პერესთან ერთად კონტრაქტს ხელს აწერდა და ფოტოს გადაღების დროს, ხელში ის მაისური ეჭირა, რომელზეც მისი გვარი იყო გამოსახული. როგორც ცნობილია, ამ სტილში იგეგმება ყოველი ახალი ფეხბურთელის წარდგენაც. ღონისძიებებს, რომლებიც დახურულ კარს მიღმა, გულშემატკივრებისა და მედიის გარეშე ჩატარდება, მხოლოდ კლუბის წარმომადგენლები და წარდგენილ ფეხბურთელთან დაახლოებული პირები დაესწრებიან.

როგორც ცნობილია, ოთხშაბათს, ახალი ფეხბურთელის წარდგენაა დაგეგმილი, ხოლო მოურინიო პირველ პრესკონფერენციას, მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელის რანგში, პარასკევს გამართავს. ამის შემდეგ კი, ის გუნდს ლა ლიგის ახალი სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩში უხელმძღვანელებს, რომელიც 22 აგვისტოს ესპანიოლის წინააღმდეგ გაიმართება.

პორტუგალიელმა "სამეფო კლუბთან" სამწილიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2029 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში. კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ, მოურინიომ, კლუბისგან, საჩუქრად მიიღო "სანტიაგო ბერნაბეუს" მაკეტი, საათი და მაისური, რომელზეც მისი გვარია გამოსახული. კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოცემული განცხადების თანახმად, ცერემონიას ასევე ესწრებოდა კლუბის საპატიო პრეზიდენტი - ხოსე მარტინეს პირი.

სხვა სტატიები