მოურინიომ როდრიზე ისაუბრა | "არ მჭირდება ფეხბურთელი, რომელიც რეალზე ყოყმანს იწყებს"
როდრის გადაწყვეტილებას, სიტიდან ბარსელონაში გადასულიყო, ბევრი რეალისთვის დარტყმად მიიჩნევს, რადგან სამეფო კლუბი ესპანელი ნახევარმცველის დამატებას აქტიურად ცდილობდა. თუმცა, მადრიდელთა მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მოვლენებს სულ სხვა თვალით უყურებს.
'El Chiringuito'-სთან ინტერვიუში პორტუგალიელმა სპეციალისტმა დაადასტურა, რომ ფეხბურთელს პირადად ორჯერ ესაუბრა და კლუბმა მას ფინანსურად ძალიან კარგი წინადადებაც შესთავაზა, თუმცა როდრის ყოყმანმა „სამეფო კლუბის“ პოზიციაც შეცვალა.
მოურინიოს თქმით,„რეალის მასშტაბის კლუბს არ სჭირდება მოთამაშე, რომელსაც მადრიდში გადმოსვლაზე ეჭვი ეპარება. „სამეფო კლუბის“ ზარს ფეხბურთელები კითხვით „როდის მოვიდე?“ უნდა პასუხობდნენ. მიუხედავად ამისა, მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ესპანელს პატივს სცემს და მას წარმატებები უსურვა.
"როდრის რეალ მადრიდმა ძალიან კარგი შეთავაზება გაუკეთა. პირადად მე მას ორჯერ ვესაუბრე, მაგრამ ის მერყეობდა, ეჭვები ჰქონდა...
მისმა ეჭვებმა კი ჩემშიც გააჩინა ეჭვები. რეალში ვერ ითამაშებს ფეხბურთელი, რომელიც ორჯერ დაფიქრდება.
როდრი არ მჭირდება. ფეხბურთელების ნაკლებობას არ ვუჩივით. არ ვამბობ, რომ ტრანსფერები აღარ იქნება, მაგრამ პირადად ჩემთვის სატრანსფერო ფანჯარა დახურულია - არსებული შემადგენლობით ძალიან კმაყოფილი ვარ."
- ჟოზე მოურინიო
José Mourinho speaks openly about Rodri…
— IM🇵🇹 (@Iconic_Mourinho) August 19, 2026
Journalist: "Did you speak with Rodri?"
José Mourinho: "Yes, I spoke with him a couple of times. Real Madrid made him a very good offer. Rodri had doubts. And the doubts that Rodri had, gave me doubts. Extraordinary player, very correct… https://t.co/sJiV4cAQqz pic.twitter.com/itswEh6Pap
ტონი კროოსისა და ლუკა მოდრიჩის ეპოქის დასრულების შემდეგ, როდრი „სამეფო კლუბის“ ნახევარდაცვის იდეალურ დირიჟორად მოიაზრებოდა, თუმცა მოურინიო აცხადებს, რომ გუნდს ცენტრში შევსება არ სჭირდება.