Belive

მადრიდის რეალმა სატრანსფერო ფანჯარა დახურა - მხოლოდ ერთი გამონაკლისით

9 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის რეალმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის კარი, ფაქტობრივად, დახურა. ფანჯრის ოფიციალურად დახურვამდე, ორ კვირაზე ნაკლები რჩება. Marca-ს ცნობით, მადრიდის რეალი სატრანსფერო ფანჯარას 95%-ით დახურულად მიიჩნევს. დარჩენილი 5 პროცენტი კი იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ 31 აგვისტომდე, რაიმე გაუთვალისწინებელი გარემოება კლუბს გეგმის შეცვლას აიძულებს.

რა შეიძლება გახდეს ასეთი გამონაკლისის მიზეზი? როგორც Marca ვარაუდობს, ასეთი რამ მხოლოდ მოულოდნელმა ტრამვამ ან რომელიმე ფეხბურთელის გუნდიდან უცაბედად წასვლამ შეიძლება გამოიწვიოს. გამოცემის შეფასებით, ერთადერთი პოზიცია, სადაც ცვლილება ჯერ კიდევ შესაძლებელია - ნახევარდაცვაა. იმ შემთხვევაში, თუ კლუბს აურელიან ჩუამენი ან ედუარდო კამავინგა დატოვებენ, როგორც ცნობილია, მათ მიმართ ინტერესი ძირითადად ინგლისურ კლუბებს აქვთ, რეალს შესაძლოა, სატრანსფერო ბაზარზე დაბრუნება მოუწიოს. მაგრამ ამ ეტაპზე, ასეთი სცენარის განვითარება ნაკლებადაა შესაძლებელი. ამ ყველაფერს ჟოზე მოურინიოს ბოლო კომენტარიც ადასტურებს.

არ ვამბობ, რომ სხვა ტრანსფერები აღარ იქნება, რადგან სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა. მაგრამ თუ მკითხვათ, ჩემთვის დახურულია თუ არა სატრანსფერო ფანჯარა - დიახ, დახურულია. - განაცხადა პორტუგალიელმა

რეალმა, ამ ზაფხულს, ექვის ფეხბურთელი დაიმატა. გუნდში დაბრუნდა ენდრიკი. ასევე, პირველი გუნდის სამწვრთნელო შტაბიც გადახალისებულია. კლუბი, ამ ეტაპზე, შესრულებული სამუშაოთი კმაყოფილია.

სხვა სტატიები