Belive

ვიქტორ გიოკერეში: "მინდა, რაც შეიძლება მეტი ვითამაშო"

4 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

ვიქტორ გიოკერეშმა არსენალში საკუთარ მომავალზე ისაუბრა. შვედ თავდამსხმელს რთული პერიოდი აქვს, რის გამოც, ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. მიუხედავად მუდმივი ჭორებისა, რომლებიც ფეხბურთელის გუნდიდან წასვლას უკავშირდება, თავდამსხმელი აცხადებს, რომ არსენალში დარჩენისა და კლუბის დახმარების სურვლი კვლავ აქვს.

28 წლის ფეხბურთელს, მიმდინარე სეზონში, ძირითადად, სათადარიგოთა სკამზე უწევს ყოფნა და პრემიერ ლიგაში მხოლოდ ორი მატჩი აქვს ჩატარებული. გიოკერეში ორივე შემთხვევაში, თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. საპირისპიროდ კი, კაი ჰავერცმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გიოკერეშის შესაძლო წასვლაზე ბევრი ვარაუდი გაჩნდა. ახლა კი ვრცელდება ცნობები, რომ შვედმა ფეხბურთელმა კლუბი შესაძლოა 2027 წელს დატოვოს. მაგრამ თავად თავდამსხმელი, ამ მოსაზრებებს არ ადასტურებს.

რა თქმა უნდა ბევრი ვარაუდი და ჭორი ვრცელდებოდა, მაგრამ სრულფასოვანი წინა სასეზონო მომზადება გავიარე და თავს კარგად ვგრძნობდი. მთლიანად არსენალზე ვიყავი ორიენტირებული. ჩემთვის, დარჩენა მარტივი გადაწყვეტილება იყო. კლუბში თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ. რა თქმა უნდა მოედანზე უფრო მეტი დროის გატარება მინდა და იმედი მაქვს, რომ ამის შესაძლებლობა მომეცემა. - ვიქტორ გიოკერეში

გიოკერეში ამჟამად საკლუბო პაუზას საკუთარი სათამაშო ფორმის აღსადგენად იყენებს. შვედმა, ერთა ლიგის შეხვედრებში, რუმინეთსა და პოლონეთს გაუტანა. მისთვის, ეროვნულ ნაკრებში ნაჩვენები სათამაშო ფორმის არსენალში გადმოტანა გადამწყვეტი იქნება, რათა ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად კაი ჰავერცს კონკურენცია გაუწიოს. გერმანელ ფეხბურთელს ნიდერლანდებთან შეხვედრაში, ტრავმის გამო, მოედნის დატოვება მოუწია, მაგრამ მოსალოდნელია, რომ 10 ოქტომბერს, პრემიერ ლიგის განახლების შემდეგ, ლიდსის წინააღმდეგ ითამაშებს.

სხვა სტატიები