Belive

დიდი ალბათობით, უილიამ სალიბა მოედანს ნოემბერში დაუბრუნდება

4 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ნაკრებისა და ლონდონის არსენალის ფეხბურთელმა, უილიამ სალიბამ, რომელიც ზურგის ტრავმის გამო მოედანს საკმაოდ დიდი ხნით ჩამოშორდა, აღდგენითი პროცედურები დაიწყო და მოედანს, სავარაუდოდ, ნოემბერში დაუბრუნდება.

არსენალმა ჯერ კიდევ ივლისში განაცხადა, რომ ფრანგ მცველს ხანგრძლივი პერიოდი გაუცდებოდა. სალიბამ ტრავმა წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში, ესპანეთთან თამაშისას მიიღო და მინდორზე სულ რაღაც 30 წუთი გაატარა.

თავდაპირველად, არსებობდა იმის საფრთხე, რომ მას ოპერაცია დასჭირვებოდა, მაგრამ არსენალმა ეს ინფორმაცია უარჰყო და დაადასტურა, რომ 25 წლის მცველსისთვის, ფორმის აღსადგენად, ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდი იყო საჭირო.

ამ ტრავმის გამო, სალიბას არსენალის შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში ჯერ კიდევ არ უთამაშია. მისი ადგილი ეზრი კონსამ დაიკავა, რომელიც "მეთოფეებს", სეზონის სტარტზე, ასტონ ვილადან შეუერთდა. როგორც ინგლისური გამოცემა, "Metro" იუწყება, სალიბა გასული სეზონის დასკვნით ეტაპსა და მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშისას, ტკივილგამაყუჩებლებს იღებდა. მატჩების შემდეგ კი, თავისუფლად გადაადგილებაც უჭირდა.

საბოლოოდ კი, სალიბას დაბრუნება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ რეაგირებს ფრანგი ფეხბურთლი იმ ფიზიკურ დატვირთვებზე, რომლებსაც სარეაბილიტაციო პერიოდში გადის.

სხვა სტატიები