ნოიერის შემცვლელი? ბაიერნი არსენალის ყოფილ მეკარეს განიხილავს
მიუნხენის ბაიერნმა მანუელ ნოიერის შემცვლელად არსენალის ყოფილი მეკარე, ბერნდ ლენო შეარჩია. ნოიერმა ბაიერნთან კონტრაქტი, მიმდინარე წლის მაისში, კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა და კლუბში 2027 წლის ზაფხულამდე დარჩება. მიუხედავად იმისა, რომ 40 წლის მეკარე ბაიერნის კარს კიდევ ერთი სეზონით დაიცავს, "რეკორდმაისტერი" ამ პოზიციაზე, ვეტერანი მეკარის შემცვლელს აქტიურად ეძებს.
გერმანული გამოცემა "Bild"-ის ინფორმაციით, ბერნდ ლენოს, რომელიც ამ ეტაპპზე ფულემის ღირსებას იცავს, ბაიერნის ხელმძღვანელობა ნოიერის იდეალურ და საიმედო შემცვლელად განიხილავს. ლენოს შესაძლო ტრანსფერი, სავარაუდოდ, 2027 წლის ზაფხულში შედგება. გერმანელ მეკარეს ფულემთან კონტრაქტი მომავალი წლის ივნისში ეწურება, თუმცა ხელშეკრულებაში კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პუნქტიცაა გათვალისწინებული. გავრცელებული ინფორმაციით, ლენო სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობით ძალიან გახარებულია.
ლენოს ბუნდესლიგაში დიდი გამოცდილება აქვს. მეკარემ ლევერკუზენის მაისურით, გერმანიის ჩემპიონატში, 300-ზე მეტი მატჩი ჩაატარა. 2018 წელს არსენალს შეუერთდა და სამი წლის განმავლობაში, აარონ რამსდეილის მოსვლამდე, ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრიც იყო. 34 წლის გერმანელ კიპერს უცხოურ კლუბებთან წინასწარ კონტრაქტზე მოლაპარაკებების დაწყება იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეეძლება. ბაიერნს კი გადაწყვეტილი აქვს, ამ პერიოდში ლენოს დასამატებლად განსაკუთრებით იაქტიუროს.
🚨 Fulham goalkeeper Bernd Leno is on the radar of Bayern Munich as they begin to plan for a world without the retiring Manuel Neuer.
— Transfer News Live (@DeadlineDayLive) September 30, 2026
(Source: @cfbayern) pic.twitter.com/sHa2mM7b3N