ჰარი კეინმა ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარ ფავორიტად პსჟ დაასახელა
მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელმა, ჰარი კეინმა ჩემპიონთა ლიგის 2026/27 წლების სეზონის მთავარ ფავორიტად პარი სენ-ჟერმენი დაასახელა. ინგლისელი მიიჩნევს, რომ ზედიზედ ორი ტიტულის მოგების შემდეგ, პარიზული კლუბი კვლავ მთავარი კანდიდატია. კეინმა, ფავორიტებს შორის, ასევე დააასახელა ბაიერნი, არსენალი, მადრიდის რეალი და ბარსელონა.
ვფიქრობ, მთავარი ფავორიტი პსჟ-ა, რადგან მათ ეს ტურნირი ზედიზედ ორჯერ მოიგეს. შემდეგ, რა თქმა უნდა არიან, ბაიერნი, არსენალი, რეალი და ბარსელონა. ყველა დიდი გუნდი იქ იქნება. - განუცხადა ინგლისელმა Marca-ს
ჩემპიონთა ლიგის წილისყრის მოახლოებასთან ერთად, ტურნირის მონაწილე 36 გუნდიც, ოთხ კალათაში გადანაწილდა. "რეკორდმაისტერი", პირველ კალათაში, ისეთ გუნდებთან ერთად აღმოჩნდა, როგროებიც არიან ლივერპული, მადრიდის რეალი და მანჩესტერ სიტი. კეინმა, ასევე, საკუთარ გუნდზეც ისაუბრა და ჩემპიონთა ლიგის წინა სეზონი გაიხსენა.
ვფიქრობ, გასულ წელს ძალიან ძლიერი გუნდი ვიყავით. საბოლოოდ კი ისეთ ძლიერ გუნდთან დავმარცხდით, როგორიც პსჟ-ეა. მაგრამ, ზოგჯერ, იმისათვის, რომ წინ წახვიდე, ასეთი გამოცდილებები უნდა მიიღო. აქ მოსვლის პირველივე დღიდან ვიცი, რომ დანარჩენ ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბსაც, იგივე მენტალიტეტი აქვთ. - ჩვენ იმავე განწყობით ვითამაშებთ, როგორც აქამდე ვთამაშობდით. - აღნიშნა კეინმა
გუნდებს პლეი-ოფის ეტაპამდე, რვა მატჩიანი ლიგის ეტაპის გავლა უწევთ. დღეს, თბილისის დროით, რვა საათზე, ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა გაიმართება. ჩემპიონთა ლიგის 2026/27 წლების ახალი სეზონი კი სტარტს 7 სექტემბერს აიღებს.
Who are the favorites for the Champions League this season?
— Bayern Echo (@BayrnEcho) August 27, 2026
Harry Kane: "I think PSG will be the favorites, obviously, after winning it back to back. But of course, Bayern, Arsenal, Real Madrid, and Barcelona are all top teams. You know, you're at the start of it; you're at the… pic.twitter.com/065TlRAt2i