Belive

ლუის ენრიკე: "ჩემპიონთა ლიგის წილისყრის დროს მე ველოსიპედით გარეთ გავისეირნებ"

7 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს, 27 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის წილისყრა გაიმართება, თუმცა პარი სენ-ჟერმენის მთავარი მწვრთნელი - ლუის ენრიკე პროცესისთვის პირდაპირ ეთერში ყურებას საერთოდ არ გეგმავს. ესპანელმა სპეციალისტმა ჟურნალისტებთან საუბრისას იხუმრა, რომ ცერემონიალის ყურებას სუფთა ჰაერზე ველოსიპედით სეირნობა ურჩევნია.

„ველოსიპედით გაკატავებას ვაპირებ, სახლში რომ დავბრუნდები, მერე ვნახავ, რა მოხდა. გასულ წელზე უარესი ჯგუფი მაინც ვერ შეგვხვდება,“ - ლუის ენრიკე

ესპანელი დამრიგებლის ხელმძღვანელობით, პარიზული გრანდი ევროპულ არენას კონტინენტური დომინაციის შესანარჩუნებლად და მთავარი ტიტულის დასაცავად იწყებს. მიუხედავად იმისა, რომ პსჟ ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ითვლება, ლუის ენრიკე მშვიდ განწყობას ინარჩუნებს და მეტოქეების ვინაობას მხოლოდ სეირნობის დასრულების შემდეგ გაეცნობა.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ პსჟ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 2-გზის გამარჯვებულია და ისინი ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონსაც მოქმედი ჩემპიონების რანგში შეხვდებიან.

სხვა სტატიები