ბენინის მეკარე: „არგენტინაში ტურისტებად არ ჩამოვსულვართ - მესის პენალტსაც მოვიგერიებ
3 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბენინის ეროვნული ნაკრების მეკარე მარსელ დანჯინუ ლიონელ მესის არგენტინის ნაკრებში გამოსამშვიდობებელ შეხვედრას განსაკუთრებული განწყობით ხვდება.
აფრიკელი გოლკიპერი აცხადებს, რომ მიუხედავად ლეგენდარული ფეხბურთელისადმი დიდი პატივისცემისა, მოედანზე საზეიმო განწყობის ჩაშლასა და საკუთარი გუნდის ინტერესების ბოლომდე დაცვას გეგმავს.
„ჩემთვის ეს მატჩი სხვა შეხვედრების მსგავსი არ არის. ვფიქრობ, ეს ცხოვრებაში ერთხელ მიღებული შესაძლებლობაა, რადგან ეს მესის ბოლო მატჩია. განსაკუთრებული თამაში იქნება. ჩვენ აქ არგენტინისა და მესის დასაფასებლად ვართ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საკუთარ ქვეყანასაც წარმოვადგენთ. აქ ბენინის დასაცავად ვართ. არგენტინაში ტურისტებად არ ჩამოვსულვართ - სათამაშოდ და კონკურენციისთვის ვართ აქ“ - მარსელ დანჯინუ
„მე მეკარე ვარ და ჩემი როლი დარტყმების მოგერიებაა. თუნდაც მატჩის ბოლო წუთზე პენალტი დაინიშნოს და მას მესი ასრულებდეს, მის მოგერიებას შევეცდები. ყველაფერი ძალიან მარტივია - ეს ფეხბურთია“ - მარსელ დანჯინუ
არგენტინისა და ბენინის ეროვნული ნაკრებების ისტორიული დაპირისპირება ბუენოს-აირესში, „ესტადიო მონუმენტალზე“ გაიმართება. შეხვედრა 7 ოქტომბერს, საქართველოს დროით 03:00 საათზე დაიწყება.