Belive

"ის წარმოუდგენელი მაგალითია" - ლიონელ სკალონი ლეო მესიზე

1 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეო მესი არგენტინის ნაკრებში გამოსამშვიდობებელი მატჩის ჩასატარებლად ემზადება. "ალბისელესტე" ამხანაგურ მატჩში, ბენინის წინააღმდეგ ითამაშებს. 39 წლის ლეგენდა კი, ბუენოს აირესში, 'ესტადიო მონუმენტალზე' ეროვნული ნაკრების მაისურს, ბოლოჯერ მოირგებს.

მატჩს ის ფეხბურთელებიც დაესწრებიან, რომლებმაც 2022 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს. მესი, გასულ პარასკევს, როსარიოში ჩავიდა, სადაც ნაკრებთან ერთად ივარჯიშა. სკალონიმ მესიზე ისაუბრა და თქვა, რომ ლეოს გამოსამშვიდობებელი მატჩი ნოსტალგიის განცდას იწვევს. სკალონიმ მესი იმ მემკვიდრეობისთვის შეაქო, რომელსაც მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა არგენტინასა და ზოგადად ფეხბურთს უტოვებს.

მესი შეუდარებელ მემკვიდრეობას ტოვებს. არასდროს მინახავს სხვა ფეხბურთლი, რომელიც მოედანზე იმას გააკეთებს, რისი გაკეთბაც მას შეუძლია. ჩვენ სწორედ ეს დაგვაკლდება. ის, ყველასთვის, წარმოუდგენელი მაგალითია. პირველი მოდის და ბოლო მიდის. ზუსტად იცის, როგორ მიუდგეს საკუთარ თავსა და თითოეულ მატჩს.

მისი წასვლის შემდეგ, მხოლოდ ნოსტალგია დაგვრჩება. ის უბრალოდ ფენომენია, მაგრამ არა მხოლოდ მისი თამაშის გამო. ამის მიღმაც არის რაღაც, რასაც თანაგუნდელები ხედავენ და ამ მხრივ, ის საუკეთესო მაგალითია. მესიმ რაღაც შეუდარებელი და უნიკალური გამოცდილება დაგივტოვა. - ლიონელ სკალონი

მესი არგენტინის ნაკრებს ბრწყინვალე სტატისტიკითა და მიღწევებით ემშვიდობება. მესის, "ალბისელესტეს" მაისურით ჩატარებულ 207 შეხვედრაში, 125 გოლი აქვს გატანილი, რითაც რეკორდსმენია. ლეომ არგენტინასთან ერთად, ოლიმპიური ოქროს მედალი (2008), კოპა ამერიკა (2021, 2024), ფინალისიმა (2022) და მსოფლიო ჩემპიონატი (2022) მოიგო. ლეო, ბენინის წინააღმდეგ, არგენტინის ნაკრებში თავის 208-ე და უკანასკნელ მატჩს ჩაატარებს.

სხვა სტატიები