Belive

ბენინის მეკარე: ,,ჩვენთვის არავის უთქვამს, რომ მესის გოლი უნდა ვაჩუქოთ''

18 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინასთან ამხანაგური მატჩის წინ, Marca ბენინის ნაკრების მეკარეს, მარსელ დანჯინუს, ესაუბრა:

,,რას ნიშნავს მესისთან თამაში მის ბოლო მატჩში არგენტინის ნაკრებში? ჩემთვის ეს მატჩი განსხვავებულია. ვფიქრობ, ეს ისაა, რაც კარიერაში მხოლოდ ერთხელ ხდება, რადგან ეს მესის ბოლო შეხვედრაა.

მაგრამ, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენც წარმოვადგენთ ჩვენს ქვეყანას. აქ ბენინის დასაცავად ჩამოვედით. ეს ფეხბურთია: თერთმეტი თერთმეტის წინააღმდეგ. შეიძლება მოვიგოთ, ფრე ვითამაშოთ ან მათ მოიგონ, მაგრამ ჩვენ აქ ტურისტებად არ ჩამოვსულვართ,

ჩემთვის მესი ფეხბურთის ერთ-ერთი მეფეა. ჩვენ მისი თამაშის ყურებით გავიზარდეთ. ის ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია. ახლა მასთან ერთად, ერთ მოედანზე თამაში წარმოუდგენელია. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ეს მოხდებოდა, ჩემთვის ლეო ნამდვილი ლეგენდაა.'' - მარსელ დანჯინუ

ჟურნალისტმა მეკარეს ჰკითხა, გაატანინებდა თუ არა მესის ბოლო წუთზე დანიშნულ პენალტს, რაზეც დანჯინუმ უპასუხა:

არა, არა. მე მეკარე ვარ და იქ იმიტომ ვდგავარ, რომ ბურთი მოვიგერიო. თუ მესი დაარტყამს, ვეცდები ავუღო. დიახ, ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ მესის პატივი მივაგოთ, მაგრამ არავის უთქვამს, რომ გოლი უნდა ვაჩუქოთ. თან, მას რომ ვიცნობ, არც არაფრის ჩუქება სჭირდება, თუ გატანა უნდა, ამის მისაღწევად ყველაფერი უნდა გააკეთოს.

ლეო მესი არგენტინის ნაკრებს სწორედ ბენინთან ამხანაგურ შეხვედრაში დაემშვიდობება. მატჩი ოთხშაბათს, 7 ოქტომბერს, ბუენოს აირესში გაიმართება.

ლეოს ანგარიშზე ალბისელესტეს მაისურით ჩატარებულ 207 თამაშში 125 გოლი და 68 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები