Belive

ზიდანის პირველი გამოძახება - საფრანგეთის ნაკრების განაცხადი ცნობილია

16 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ზინედინ ზიდანმა, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში, უეფას ერთა ლიგის მომავალი მატჩებისთვის, სადებიუტო განაცხადი ოფიციალურად წარადგინა. ფრანგმა სპეციალისტმა 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, სადაც აქცენტი კვლავ კილიან მბაპეს ირგვლივ შეკრულ ბირთვზე გააკეთა, თუმცა ნანატრი ეპოქის დასაწყისში შანსი 5 ახალგაზრდა ტალანტსაც მისცა.

მან განაცხადში ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის 15 მონაწილე დაიტოვა, რათა გუნდის ფუნდამენტი არ დარღვეულიყო. ნაკრების მთავარი დასაყრდენი, რა თქმა უნდა, კაპიტანი კილიან მბაპეა, რომელსაც გვერდს „ოქროს ბურთის“ მფლობელი უსმან დემბელე და მიუნხენის ბაიერნის გარემარბი მაიკლ ოლისე უმშვენებენ. „მამლებმა“ A ლიგაში, სადაც მათი მეტოქეები თურქეთი, ბელგია და იტალია იქნებიან, პირველივე ტურებიდან საკუთარი ამბიციები მკაფიოდ უნდა დააფიქსირონ.

გამოცდილ ბირთვთან ერთად, ზიდანმა 5 ახალწვეულიც გამოაცხადა: უილიამ სალიბას არყოფნაში, სადებიუტო მოწვევა მიიღო ლივერპულის მცველმა ჯერემი ჟაკემ. მასთან ერთად განაცხადში მოხვდნენ ტულუზას მეკარე გიომ რესტე და ინტერის ფლანგის მცველი ენდი დიუფი. ნახევარდაცვაში შანსი მიეცა კომოს პლეიმეიკერ ლუკას და კუნიას, ხოლო თავდასხმის ხაზს რენის ფორვარდი, ესტებან ლეპოლი შეემატა.

ზიდანმა განაცხადს მიღმა დატოვა ისეთი მოთამაშეები, როგორებიაა კანტე, ლუკას დინი და ლუკას ერნანდესი.

მეკარეები: მაიკ მენიო (მილანი), რობინ რისე (ლანსი), გიომ რესტე (ტულუზა)

მცველები: ენდი დიუფი (ინტერი), ჟერემი ჟაკე (ლვერპული), პიერ კალულუ (იუვენტუსი), იბრაჰიმა კონატე (რეალი), ჟიულ კუნდე (ბარსელონა), მაქსენს ლაკრუა (ჩელსი), ადრიენ ტრუფერი (ბორნმუთი), დაიო უპამეკანო (ბაიერნი)

ნახევარმცველები: ედუარდო კამავინგა (რეალი), რაიან შერკი (მანჩესტერ სიტი), ლუკას და კუნია (კომო), მანუ კონე (რომა), ადრიენ რაბიო (მილანი), უორენ ზაირ-ემერი (პსჟ)

თავდამსხმელები: კილიან მბაპე (რეალი), ბრედლი ბარკოლა (ლივერპული), უსმან დემბელე (პსჟ), დეზირე დუე (პსჟ), ესტებან ლეპოლი (რენი), მაიკლ ოლისე (ბაიერნი)

სხვა სტატიები