ფეხბურთელებს მედიასთან კონტაქტი შეუმცირა | ზიდანი საფრანგეთის ნაკრებში საქმეს შეუდგა
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი - ზინედინ ზიდანი, ხვალ, პარასკევს, თავის პირველ განაცხადს დასახელებს, რომლითაც გუნდი სანაკრებო პაუზის დროს დაგეგმილ შეკრებას დაიწყებს.
მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დიდიე დეშამის შემცვლელად დანიშვნის დღიდან, ზიზუმ უდიდესი სამუშაო გასწია - დააკომპლექტა სამწვრთნელო შტაბი და დეტალურად დახვეწა სამოქმედო გეგმა. 'RMC Sport'-ის ცნობით, მან მრავალი სამუშაო შეხვედრა გამართა როგორც პარიზში, ისე მადრიდში, სადაც ამჟამად ცხოვრობს.
ახალი სამწვრთნელო შტაბის რამდენიმე წევრი უკვე იმყოფება „კლერფონტენში“, საფრანგეთის ნაკრების ბაზაზე, სადაც ფეხბურთელების მისაღებად ემზადებიან და ცდილობენ, მათი ყოველდღიური რუტინის დარღვევა მინიმუმამდე დაიყვანონ.
ამავე წყაროს ცნობით, ზიდანს სურს, პირველივე შეკრებას თავისი ხელწერა დაატყოს. ახალ შტაბთან ერთად მას სრული კონტროლის დამყარება სურს პირველ დღეებზე, ხოლო ერთ-ერთი მთავარი მიზანი ფეხბურთელების მედიასთან კონტაქტის შემცირებაა.
სწორედ ამიტომ, ჟურნალისტებს არ დაერთვებათ ნება, დაესწრონ ფეხბურთელების „კლერფონტენში“ გამოცხადების ტრადიციულ პროცესს. ეს ჩვეულება წლების განმავლობაში დიდ აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა, განსაკუთრებით მოთამაშეების ჩაცმულობისა და სტილის გამო. როგორც ჩანს, ზიდანს სურს, ამ ყველაფერს წერტილი დაუსვას.
'Foot Mercato'-მ ზიდანის ეს ნაბიჯი საკმაოდ გაბედულ გადაწყვეტილებად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს არის მკვეთრი აცდენა იმ პოლიტიკასთან, რომელსაც დიდიე დეშამი წლების განმავლობაში ატარებდა.
🚨💣JOURNALISTS BANNED FROM THE BLEUS’ PARADE AT CLAIREFONTAINE! ❌🏰
— Topskills Sports UK (@topskillsportuk) September 17, 2026
According to @RMCsport, journalists will not be allowed to attend Monday’s parade at Clairefontaine.
👀 Zinedine Zidane and his staff reportedly want greater control over the opening days of the gathering,… pic.twitter.com/UCsmQCtnY9
სანაკრებო პაუზის დროს, საფრანგეთის ნაკრები ერთა ლიგაზე 4 მატჩს ჩაატარებს.
25 სექტემბერი | თურქეთი - საფრანგეთი
28 სექტემბერი | ბელგია - საფრანგეთი
2 ოქტომბერი | საფრანგეთი - იტალია
5 ოქტომბერი | საფრანგეთი - ბელგია.