ზიდანის კომენტარი მადრიდული დერბის წინ
3 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
"დიახ, ისინი ფავორიტები არიან. ეს ჩანს იქიდან, რასაც ისინი მინდორზე აჩვენებენ. ყველაფერი კარგად გამოსდით, ისინი ყოველთვის იყვნენ კონკურენტუნარიანები და ახლა პირველები არიან". "ჩვენ გვაინტერესებს, რის გაკეთებას შევძლებთ, როგორ ვითამაშებთ. მადრიდული დერბი არის შეხვედრა, რომელსაც გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდებიან და რომლის თამაშიც ფეხბურთელებსაც ძალიან სურთ". "ყველა შეხვედრაში გვინდა ვაჩვენოთ, თუ როგორი გუნდი ვართ, იმაზე ფიქრის გარეშე, მოვიგებთ თუ არა ჩემპიონის ტიტულს. ყველა შეხვედრაში გამარჯვება გვსურს, ჩვენ კონკურენტუნარიანები ვართ". "ყველა შეხვედრას, როგორც ფინალს, ისე ვუდგებით. ასე იქნება "ატლეტიკოსთანაც". მადრიდული დერბი კარგი შესაძლებლობა იქნება იმისთვის, რომ ვაჩვენოთ, თუ რას ვაკეთებთ, როგორც გუნდი. ვიცით, რომელ ადგილზეც ვიმყოფებით. გვინდა კარგი შეხვედრა ჩავატაროთ, როგორც ეს "გლადბახთან" გავაკეთეთ".