Belive

სიმეონეს საუკეთესო ფეხბურთელის დასახელებისას არ უყოყამნია

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ დიდი ხნის განმავლობაში ფეხბურთის მწვერვალზე იდგნენ. უკვე წლებია, რაც გულშემატკივრები, ექსპერტები და მოთამაშეებიც დაობენ თუ ვინ არის საუკეთესო, თუმცა, საერთო აზრი არასდროს არსებობს. ლეოსა და კრიშტიანუს სიდიადეზე, მათ მიერ მოგებული ჯილდოებიც მეტყველებს. ამ ორ ფეხბურთელს ერთად 12 ოქროს ბურთი აქვს მოგებული. მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე ფეხბურთს მბაპეს და ჰოლანდის სახით ახალი ვარსკვლავები ჰყავს, მაინც ისმის კითხა მესი თუ რონალდუ?

სწორედ ეს კითხვა დაუსვეს "ატლეტიკოს" მთავარ მწვრთნელს დიეგო სიომეონესაც, რომესაც პასუხის გაცემა არ გასჭირვებია.

 

მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი? მესი! ის მსოფლიო ჩემპიონი გახდა. კიდევ რა უნდა მოიგო, რომ მსოფლიოში საუკეთესოდ გაღიარონ? - განაცხადა სიმეონემ "ვალენსიასთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე

როგორც უკვე იცით, გასულ წელს ორივე ფეხბურთელმა დატოვა ევროპა. კრიშტიანუ საუდის არაბეთში, ხოლო ლეო აშშ-ში აოცებს გულშემატკივრებს საკუთარი  შესაძლებლობებით. 

სხვა სტატიები