Belive

ჟოზე მოურინიო რეალ მადრიდის ახალ მწვრთნელად განიხილება

5 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანულ მედიაში აქტიურად იწერება, რომ რეალ მადრიდი ჟოზე მოურინიოს უმიზნებს. Athletic-ის ინფორმაციით, ფლორენტინო პერესისთვის პორტუგალიელი მთავარი კანდიდატია. შემდეგი მწვრთნელის შესახებ გადაწყვეტილებას უშუალოდ ფლორენტინო იღებს და პროცესსაც პირადად ხელმძღვანელობს.

პრეზიდენტი ახლა ჟოზე მოურინიოს დაბრუნების მთავარი მხარდამჭერია, თუმცა კლუბში ყველა არ ეთანხმება. ამ ეტაპზე ჟოზე ბენფიკას მთავარი მწვრთნელია. ჟოზეს ამჟამინდელ კონტრაქტში ბენფიკასთან 3 მილიონი ევროს ოდენობის შეწყვეტის პუნქტია.

სხვა სტატიები