ერლინგ ჰოლანდი: "ინგლისს და რეალს გაუმართლათ, რომ ბელინგემი ჰყავთ"
ინგლისის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია. „სამმა ლომმა“ უმძიმეს 1/4-ფინალურ დრამაში, დამატებით დროში მოახერხა ნორვეგიის ბარიერის დაძლევა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა, გადამწყვეტ მომენტში კი ლიდერის თვისებები კიდევ ერთხელ გამოავლინა ჯუდ ბელინგემმა - მისმა დუბლმა ინგლისელებს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.
თავის მხრივ, ბრწყინვალე მუნდიალი ჩაატარეს ნორვეგიელებმა და დიდხნიანი პაუზის შემდეგ მუნდიალზე დაბრუნება 1/4-ფინალში გასვლით დაასრულეს.
მატჩის დასრულების შემდეგ, ერლინგ ჰოლანდმა ჯუდ ბელინგემზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კარგი ფეხბურთელია.
„მადრიდის რეალს და ინგლისის ნაკრებს ძალიან გაუმართლათ, რომ მათ რიგებში ჯუდ ბელინგემი თამაშობს.
ბელინგემი თავის გუნდში აბსოლუტურად ყველას სურს, რადგან ის განსხვავებული და გამორჩეულია.
ის დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია..." - ერლინგ ჰოლანდი
ერლინგ ჰოლანდმა თავისი სადებიუტო მუნდიალი 7 გატანილი გოლით დაასრულა.
ჯუდ ბელინგემი საოცარ მუნდიალს ატარებს - 23 წლის ინგლისელს მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე 6 გოლი აქვს გატანილი და ამ ყველაფერს 1 საგოლე გადაცემაც დაამატა.
ინგლისელები მსოფლიო ჩემპიონატის 1/2-ფინალში გავიდნენ, სადაც მათი მეტოქე, არგენტინასა და შვეიცარიის დაპირისპირებაში გამარჯვებული იქნება.