Belive

2026 წლის მუნდიალი ისტორიაში ყველაზე დასწრებადი გამოდგა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

2026 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატი ოფიციალურად დასრულდა ტურნირი, რომელსაც პირველად ისტორიაში სამმა ქვეყანამ -აშშ-მა, კანადამ და მექსიკამ უმასპინძლა, ევროპული ფეხბურთის გრანდის, ესპანეთის ნაკრების ტრიუმფით დაგვირგვინდა.

დრამატულ ფინალში, „ფურია როხამ“ 106-ე წუთზე ფერან ტორესის მიერ გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა არგენტინა და ისტორიაში მეორედ აღმართა მსოფლიო თასი.

ეს მუნდიალი განსაკუთრებული და გამორჩეული გამოდგა მასშტაბურობის თვალსაზრისითაც, რადგან ტრიბუნებზე დასწრების აბსოლუტური რეკორდი მოიხსნა. სამი მასპინძელი ქვეყნის სტადიონებზე გამართულ შეხვედრებს ჯამში რეკორდული რაოდენობის 6,810,966 მაყურებელი დაესწრო, რაც მსოფლიო პირველობების ისტორიაში უპრეცედენტო მაჩვენებელია.

მილიონობით გულშემატკივარმა, გამორჩეულმა ინდივიდუალურმა მიღწევებმა და ფეხბურთის ლეგენდების ბოლო მუნდიალმა, 2026 წლის ჩემპიონატი დაუვიწყარ სანახაობად აქცია.

შეგახსენებთ, რომ 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ტურნირის საუკუნოვანი იუბილეს აღსანიშნავად ექვს ქვეყანაში და სამ კონტინენტზე ერთობლივად გაიმართება. მასპინძელი ქვეყნები არიან ესპანეთი, პორტუგალია და მაროკო, ხოლო ურუგვაი, არგენტინა და პარაგვაი სამახსოვრო გახსნით მატჩს უმასპინძლებენ.

სხვა სტატიები