UEFA-მ ჩემპიონთა, ევროპისა და კონფერენს ლიგის მომავალი 3 წლის ფინალების მასპინძელი სტადიონები დაასახელა
UEFA-მ ევროპული საკლუბო ფეხბურთის სამივე მთავარი ტურნირის - ჩემპიონთა ლიგის, ევროპის ლიგისა და კონფერენს ლიგის, 2028 და 2029 წლების ფინალების მასპინძელი ქალაქები და სტადიონები ოფიციალურად დაასახელა.
ექვსი გადამწყვეტი მატჩი ევროპის გამორჩეულ არენებზე გადანაწილდა, რაც გულშემატკივრებს უმაღლესი დონის საფეხბურთო სანახაობას ჰპირდება.
ევროპული ფეხბურთის მთავარი მოვლენა, ჩემპიონთა ლიგის ფინალი, 2028 წელს მიუნხენის 'ალიანც არენას' მიენდო, ხოლო 2029 წელს ევროპის საუკეთესო კლუბს ბარსელონას განახლებული 'კამპ ნოუ' გამოავლენს.
ევროპის ლიგის ფინალურ შეხვედრებს 2028 წელს ბუქარესტის „არენა ნასიონალი“, 2029 წელს კი სერბეთის ეროვნული სტადიონი უმასპინძლებს.
რაც შეეხება კონფერენს ლიგას, 2028 წლის ტიტული ტურინის „ალიანც სტადიუმზე“ გათამაშდება, ხოლო 2029 წლის ფინალს ბუდაპეშტის „პუშკაშ არენა“ მიიღებს.
🏆 2028–2029: CHAMPIONS LEAGUE, EUROPA LEAGUE & CONFERENCE LEAGUE FINAL STADIUMS
— StadiumDB.com (@StadiumDB) September 15, 2026
Six finals. Six stadiums. UEFA has confirmed where Europe’s three men’s club competitions will crown their champions in 2028 and 2029:
⭐ CHAMPIONS LEAGUE
2028 🇩🇪 Allianz Arena — Munich
2029 🇪🇸… pic.twitter.com/I4CPLrHhDU
გარდა ამისა, UEFA გულშემატკივრებს ახალ ვიდეორგოლს სთავაზობს, სადაც 2026/27 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ყველა მასპინძელი სტადიონის დეტალური მიმოხილვაა წარმოდგენილი.