Belive

კრიშტიანუ რონალდუ: "ჩემს გამოჩენამდე პორტუგალიას არაფერი ჰქონდა მოგებული"

21 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალის მორიგ დაპირისპირებაში პორტუგალია ესპანეთთან 0:1 დამარცხდა, ერთადერთი გოლი მიკელ მერინომ 90+1 წუთზე გაიტანა და თავისი ნაკრები მომდევნო ეტაპზე გაიყვანა, სადაც აშშ/ბელგიის წყვილიდან გამარჯვებულს შეხვდება.

პორტუგალიელთა მარცხით კრიშტიანუ რონალდუს უდიდესი სანაკრებო ეპოქა დასრულდა, რომელმაც ოფიციალურად დაადასტურა, რომ ეს მისთვის ბოლო მუნდიალი იყო და არც მის ეროვნულ ნაკრებში თამაშს არ უწერია დიდი ხანი.

მატჩის დასრულების შემდეგ, ყველა დროის საუკეთესო პორტუგალიელმა ფეხბურთელმა - კრიშტიანუ რონალდუმ ისაუბრა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საკუთარ მემკვიდრეობას.

„სამწუხაროა დღევანდელი მარცხი და იმედგაცრუებული ვარ, პირველ რიგში საკუთარი თავით და შემდეგ სხვა დანარჩენი ყველაფრით.

პორტუგალიასთან ერთად სამი ტიტული მაქვს მოგებული. კრიშტიანუმდე პორტუგალიას საერთოდ არაფერი არ ჰქონდა მოგებული.

ჩემთვის უდიდესი ტიტული, რომელიც ეროვნულ ნაკრებთან ერთად მოვიპოვე, ევრო 2016 იყო. ამ ტიტულს ჩემს თვალში ზუსტად ისეთივე მასშტაბი და წონა აქვს, როგორიც მსოფლიო ჩემპიონატს“. - კრიშტიანუ რონალდუ

ამ მარცხის შემდეგ, მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზევე თანამდებობა დატოვა - რობერტო მარტინესმა (მთავარი მწვრთნელი).

ასევე კრიშტიანუმ დაადასტურა, რომ ეს მისთვის ბოლო მუნდიალი იყო...

სხვა სტატიები