ჟოზე მოურინიო: "ჩემპიონთა ლიგის მეფე რეალია, რომელიც ჩვენ დავჭერით"
17 თებერვლიდან ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფები აიღებს სტარტს, რომელიც გალათასარაისა და იუვენტუსის დაპირისპირებით გაიხსნება, ცოტა მოგვიანებით კი კიდევ რამდენიმე მატჩი გაიმართება.
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დაპირისპირება ლისაბონში შედგება, სადაც ბენფიკა 'სამეფო კლუბს' უმასპინძლებს და კიდევ ერთხელ შეეცდება მათ დამარცხებას.
საპლეიოფო დაპირისპირების წინ, ბენფიკას მთავარმა მწვრთნელმა - ჟოზე მოურინიომ, მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.
"ჩვენ კარგად ვიაზრებთ, თუ რა გავუკეთეთ ჩემპიონთა ლიგის მეფეებს ბოლო ტურში, ჩვენ ისინი დავჭერით, ამიტომაც ისიც ვიცით, თუ როგორი საშიშია დაჭრილი მეფე.
მძიმე მატჩი გველის, ისინი ძალიან მონდომებულები იქნებიან, რომ ლისაბონშივე დაამთავრონ ყველაფერი, თუმცა მე ამის უფლებას არასდროს არავის ვაძლევ.
საინტერესო დაპირისპირება გველის წინ, ჩვენ მზად ვართ და ამ მატჩისთვის კიდევ უფრო განსაკუთრებულად ვემზადებით, დანარჩენს მოედანზე ვნახავთ..." - ჟოზე მოურინიო
შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალმა სწორედ ბენფიკასთან მარცხის გამო 8 საუკეთესო გუნდში პოზიცია დაკარგა და პლეი-ინში მოხვდა, შესაბამისად ისინი ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას 1/16-ფინალიდან გააგრძელებენ და პირველ 8 გუნდთან შედარებით, ორით მეტი თამაშის ჩატარება მოუწევთ.
ამ ყველაფერს კი ის ფაქტი ამძიმებს, რომ 'სამეფო კლუბს' ბოლო წუთზე გოლი ბენფიკას მეკარემ - ანატოლი ტრუბინმა გაუტანა.
ბენფიკასა და რეალის 1/16-ფინალური დაპირისპირება 17 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.