Belive

ლივერპული დამარცხდა - რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მამარდაშვილმა?

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

გალათასარაი UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში ლივერპულს დაუპირისპირდა და 1:0 გაიმარჯვა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-7 წუთზე მარიო ლემინამ გაიტანა და მას შემდეგ ორივე გუნდს ჰქონდა გოლის გატანის შესაძლებლობა, მაგრამ ტაბლოზე ანგარიში აღარ შეცვლილა.

მერსისაიდული გრანდის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა, რომელმაც რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია და ლივერპული კიდევ უფრო დიდი სხვაობით მარცხისგან იხსნა.

სტატისტიკის მწარმოებელმა პლატფორმებმა გიორგი მამარდაშვილის თამაში შემდეგნაირად შეაფასეს:

  • Flashscore: 7.2

  • Sofascore: 6.8

  • Whoscored: 7.0

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი 19 მარტს, ენფილდზე გაიმართება.

სხვა სტატიები