Belive

"რეალის შემდეგ მხოლოდ საფრანგეთის ნაკრებში მუშაობას განვიხილავდი" - ზიდანი

6 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ზინედინ ზიდანმა საფრანგეთის მწვრთნელის რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა. ის ამბობს, რომ ბევრ შემოთავაზება თქვა უარი, რადგან რეალის შემდეგ მხოლოდ მშობლიურ ნაკრებში მუშაობა სურდა.

ამ 4-5 წლის განმავლობაში, რაც პაუზა ავიღე, სხვადასხვა კლუბებიდან შემოთავაზებები მქონდა. საფრანგეთის ეროვნული ნაკრების გამო ყველაზე უარი ვთქვი. რეალის მწვრთნელობის შემდეგ, საფრანგეთის ნაკრებში მუშაობა ერთადერთი რამ იყო, რაც მსურდა. - ამბობს ზინედინ ზიდანი

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრებს 14 წლის განმავლობაში დიდიე დეშამი წვრთნიდა. ამ დროის განმავლობაში "ლე ბლემ" მსოფლიო ჩემპიონობაც შეძლო და ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ნაკრებად ჩამოყალიბდა.

სხვა სტატიები