ჟორჟე მენდეში: "ყველაფერი ცხადია - იამალმა ოქროს ბურთი უნდა მოიგოს"
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
59 წლის პორტუგალიელმა სპორტულმა აგენტმა - ჟორჟე მენდეშმა, რომელიც ახლა ლამინე იამალის აგენტია, 'ელ კლასიკოს' შემდეგ ოქროს ბურთის მომავალ დაჯილდოებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მგონი ყველაფერი ცხადია, თუ ვინ უნდა გახდეს 2025 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებული.
"ვინც ფეხბურთს ვუყურებთ, მგონი ჩვენთვის, ყველასთვის ცხადია, თუ ვინ უნდა მოიგოს ოქროს ბურთი.
ევროპის ჩემპიონატიდან მოყოლებული უყურეთ იამალის თამაშებს და შემდეგ ყველა სხვა დანარჩენისას და თუ ვინმეს სურვილი გექნებათ, რომ სხვა ფეხბურთელი დაასახელოთ, კი ბატონო.
ჩემი აზრით, ძალიან ნათელია, თუ ვინ იყო წელს მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე და ამას ყველა თამაშში ამტკიცებს. ცხადია, რომ ლამინე იამალი ოქროს ბურთის მოგებას იმსახურებს" - ჟორჟე მენდეში
59 წლის ჟორჟე მენდეში ძალიან ცნობილი საფეხბურთო აგენტია. მას ისეთ ფეხბურთელებთან თუ მწვრთნელებთან უმუშავია მთავარ აგენტად, როგორებიც არიან: კრიშტიანუ რონალდუ, ჟოზე მოურინიო, დავიდ დე ხეა, დიეგო კოშტა, ჟოაო ფელიქსი და ახლა ლამინე იამალი.