მარკეტინგმა კარგად იმუშავა | შალკემ ახალი რეტრო მაისური გამოუშვა, რომელიც რეკორდულ დროში გაიყიდა
გელზენკირხენის შალკეს ახალმა რეტრო დიზაინის საგარეო ფორმამ გერმანული ფეხბურთის გულშემატკივრებში დიდი მძვინვარება გამოიწვია. კლუბის ოფიციალურ მაღაზიაში გაყიდვების დაწყებიდან სულ რაღაც 2.5 საათში გულშემატკივრებმა 40,000 მაისური სრულად შეიძინეს. გარდა ამისა, კიდევ 20,000-მდე ფორმა უკვე წინასწარი შეკვეთითაა დაჯავშნილი.
ეს კლუბის არსებობის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გაყიდვების დღეა. ონლაინ თუ ფიზიკური მარაგები თვალის დახამხამებაში ამოიწურა, ათასობით ფანი კი რიგებში დღეების განმავლობაში იდგა.
🤯🔵 SCHALKE RETRO FEVER: 40K SHIRTS GONE IN 2.5 HOURS — RECORD‑BREAKING DEMAND! 👕🔥
— Muxx (@Muxx60) August 16, 2026
📈 Sales Phenomenon:
• ✅ Blitz sell‑out: 40,000 retro away shirts sold in just 150 minutes — fastest day in club history 🚀
• ✅ Next wave: 20,000+ pre‑orders already logged; closing in on… pic.twitter.com/UmE3Q9RbWB
შალკე უკვე მიუახლოვდა გასული მთლიანი სეზონის ჯამურ მაჩვენებელს (75,000 მაისური) და ეს ყველაფერი მაშინ, როცა ჯერ მხოლოდ აგვისტოა. არსებული ტემპით, კლუბი ექვსნიშნა ციფრზე გასვლას გეგმავს, რაც ბოლო წლების აბსოლუტური რეკორდია.
Adidas-ის დეტალებითა და კლასიკური ლოგოთი გაფორმებული ფორმის წარმატებით გაოცება თვით Adidas-ის წარმომადგენლებმაც ვერ დამალეს. მარკეტინგული კამპანიის პიკი კი გუნდის მთავარი მწვრთნელის, მირონ მუსლიჩის გამოჩენა გახდა, რომელსაც აღნიშნული მაისური ატალანტასთან ამხანაგური მატჩისას ეცვა. გელზენკირხენული კლუბის მენეჯმენტმა და გულშემატკივრების მოთხოვნამ ნამდვილი მარკეტინგული მასტერკლასი შექმნა, რამაც შალკეს კოლოსალური ფინანსური წარმატება უკვე მოუტანა.