როდრი: "იმედია ოქროს ბურთს ესპანელი ფეხბურთელი მოიგებს"
1 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ოქროს ბურთის მფლობელმა, ევროპისა და მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა როდრიმ, მთავარი ინდივიუალური საფეხბურთო ჯილდოს მოგების კანდიდატებზე ისაუბრა.
"არ მინდა ოქროს ბურთის გამო კამათში შევიდე. უნდა მივულოცოთ ყველას, ვინც ნომინანტთა სიაში მოხვდა. თუმცა, იმედი მაქვს, რომ გამარჯვებული ესპანელი ფეხბურთელი იქნება", - როდრი.
მსოფლიო ფეხბურთის მთავარი ინდივიდუალური ჯილდოს 30 კანდიდატის სრული სია გამოქვეყნდა, რომელშიც თავად როდრიც მოხვდა.
მნიშვნელოვანია, რომ ოქროს ბურთის მოგებისათვის ბრძოლაში საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ხვიჩა კვარაცხელია კარიერაში მესამედ მოხვდა.
ოქროს ბურთის 2026 წლის დაჯილდოების ცერემონიალი 26 ოქტომბერს, ლონდონში გაიმართება.