Belive

ყველგან მიქაუტაძე | გოლი, ასისტი და წითელი ბარათი დრამატულ შეხვედრაში

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მეცი" გასავარდნ ზონაშია და მისთვის თითოეული თამაში გადამწყვეტია, თუმცა 32-ე ტურში, საკუთარ მოედანზე "რენთან", დრამატულ ბრძოლაში, ანგარიშით 2:3 დამარცხდა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ქულები დაკარგა.

შეხვედრა მასპინძლებისთვის კარგად დაიწყო, ქართველმა თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ ზედიზედ მეხუთე მატჩში შეძლო გოლის გატანა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა, ეს გიორგისთვის მე-7 გოლი იყო უკანასკნელ 5 თამაშში. სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება 6 წუთში მოაოხერხეს და ტაიმის ბოლომდე ეს ანგარიში შენარჩუნდა, თუმცა ისევ ქართველმა გაიბრწყინა და უზუსტესი გადაცემით, კარის წინ დარჩენილ 19 წლის პაპე დიალოს გაატანინა.

სტუმრებმა მეორე ტაიმში დაქამბექება მოახერხეს, ჯერ ანგარიში 73-ე წუთზე გაათანაბრეს, მატჩის დამატებულ მე-2 წუთზე კი საერთოდ წინ გავიდნენ. ამ შეხვედრაში ყველაფერი აქ არ დასრულებულა, რენის გამარჯვების გოლიდან სულ რაღაც 2 წუთში შეხვედრის არბიტრმა მიქაუტაძეს წითელი ბარათი უჩვენა (საკმაოდ საკამათო სიტუაციაში).

ამ მარცხით მეცმა საქმე გაირთულა, 29 ქულით ცხრილის მე-16 პოზიციაზე იმყოფება და "ლე ავრი", რომელიც "სამშვიდობოსაა" 3 ქულით უსწრებს. მიქაუტაძეს ლიგა 1-ში 12 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს.

სხვა სტატიები