Belive

ვიტინია: "ამ წყვილს ფავორიტი არ ჰყავს - წინ ორი დიდი მატჩია"

11 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგა გადამწვეტ ფაზაში შედის და წინ 1/4-ფინალური დაპირისპირებებია, სადაც ძალიან კარგი და დაძაბული შეხვედრების მოლოდინია.

ერთ-ერთი მთავარი მატჩი პარიზში შედგება, სადაც შეჯიბრის მოქმედი ჩემპიონი - პსჟ, ლივერპულს დაუპირისპირდება.

პრინციპული მატჩის წინ, პსჟ-ს ნახევარმცველმა - ვიტინიამ, პრესკონფერენციაზე საინტერესოდ ისაუბრა.

"წინ დიდი მატჩებია და მაქსიმალური კონცენტრაციით უნდა ვითამაშოთ, რადგან შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს.

ფავორიტი? სწორედ ამას ამბობ, ისევე როგორც გასულ წელს ლივერპულზე თქვი - ეს აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. მაშინაც კი, თუ ლივერპული იდეალურ ფორმაში არ არის, ის მაინც ლივერპულია.

ამ წყვილში ფავორიტები არ არიან, არის ორი დიდი მატჩი - „პარკ დე პრენსზე" და „ენფილდზე.

თუ წარმატებაზე ფიქრი გვსურს, ხვალ 100%-ით მზად უნდა ვიყოთ, რადგან ეს მაინც ძალიან რთული მატჩი იქნება..." - ვიტინია

აქვე შეგახსენებთ, რომ პსჟ-სა და ლივერპულის მატჩი 8 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები