მანჩესტერისა და საბაჰის მატჩში გასაოცარი ფაქტი დაფიქსირდა
ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში მანჩესტერ იუნაიტედმა საბაჰი 4:0 დაამარცხა. მატჩი გამორჩეული იყო ერთი ფაქტით, რომ სასტარტო შემადგენლობის 22 ფეხბურთელიდან 21 სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი გახლდათ.
იშვიათად თუ ნახავთ ასეთ ფაქტს, მაგრამ მხოლოდ 2 ფეხბურთელი ირიცხებოდა ისეთი, რომლებიც ერთ ქვეყანას წარმოადგენდნენ, ესენი იყვნენ მანჩესტერ იუნაიტედის ბელგიელი ფეხბურთელები მეკარე სენე ლამენსი და იური ტილემანსი.
სრულად ორივე გუნდის შემადგენლობა ასეთი იყო:
მანჩესტერ იუნაიტედი:
სენე ლამენსი (ბელგია)
ნუსერ მაზრაუი (მაროკო)
ლენი იორო (საფრანგეთი)
ლისანდრო მარტინესი (არგენტინა)
პატრიკ დორგუ (დანია)
იური ტილემანსი (ბელგია)
კობი მეინუ (ინგლისი)
ბრაიან მბუმო (კამერუნი)
ბრუნო ფერნანდეში (პორტუგალია)
მათეუს კუნია (ბრაზილია)
ბენიამინ შეშკო (სლოვენია)
საბაჰი:
სტას პოკატილოვი (ყაზახეთი)
აკიმ ზედადკა (ალჟირი)
რაჰმან დაშდამიროვი (აზერბაიჯანი)
ეიდენ მაკკარტი (სამხრეთ აფრიკა)
ტიმოტეუშ პუშაჩი (პოლონეთი)
უმარალი რახმონალიევი (უზბეკეთი)
ივან ლეპინიცა (ხორვატია)
ველკო სიმიჩი (სერბეთი)
კაჰიმ პარის (იამაიკა)
ჯოი-ლენს მიკელსი (რუანდა)
კრისტიან ნვაჩუკვუ (ნიგერია)