Belive

ვინჩენცო მონტელას ისტორიული მიღწევა - პირველად თურქული ფეხბურთის ისტორიაში...

4 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

თურქეთის საფეხბურთო ნაკრები, 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, მუნდიალზე პირველად ითამაშებს.

თურქებმა ფინალში კოსოვო სტუმრად, 0:1 დაამარცხეს. მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მომტანი გოლი - კარემ აქტურტოღლუმ გაიტანა.

51 წლის იტალიელი მთავარი მწვრთნელი, ვინჩენცო მონტელა თურქული ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერება - კერძოდ, იგი გახდა თურქული ფეხბურთის ისტორიაში პირველი მწვრთნელი, რომელმაც გუნდი როგორც ევროპის, ასევე მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა.

ამ ფაქტის შესახებ, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე იტალიელმა მწვრთნელმა თავად ისაუბრა.

"საქმეები ისე რომ არ წასულიყო, ჩემი ფეხბურთელების წინ ფარივით დავდგებოდი და მთელ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ავიღებდი.

ემოციების თვალსაზრისით პიკს განვიცდი. პირველი მწვრთნელი გავხდი, რომელმაც თურქეთის ნაკრები გაიყვანა როგორც ევროპის, ასევე მსოფლიო ჩემპიონატზე. ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ, იმდენად ბედნიერი ვარ..." - ვინჩენცო მონტელა

ვინჩენცო მონტელას გაწვრთნილი გუნდი, მუნდიალზე ისტორიაში მესამედ იასპარეზებს. პირველად მათ ეს ყველაფერი 1954 წელს, მეორედ 2002 წელს, მესამედ კი 2026 წელს შეძლეს.

აქვე შეგახსენებთ, რომ 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელსაც იაპონია და სამხრეთ კორეა მასპინძლობდნენ, თურქეთის ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მოიგო.

სხვა სტატიები