მუნდიალი 2026 | იაპონიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა
იაპონიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჰაჯიმე მორიასუმ, მსოფლიო ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა.
განაცხადს მიღმა დარჩა ბრაიტონის შემტევი და ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი - კაორუ მიტომა, რომელმაც გასულ შაბათს, ვულვზთან მატჩში, ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმა მიიღო.
იაპონიის ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მეკარეები - ჰაიაკავა, ოსაკო, ძიონ სუძუკი.
მცველები - ნაგატომო, ტანიგუჩი, იტაკურა, ვატანაბე, ტომიასუ, იტო, სეკო, სუგავარა, ძიუნოსუკე სუძუკი.
ნახევარმცველები - ენდო, იტო, კამადა, დოანი, ნაკამურა, ტანაკა, სანო, იუიტო სუძუკი
თავდამსხმელები - ოგავა, მაედა, უედა, კუბო, შიოგაი, გოტო.
იაპონიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე F ჯგუფში ნიდერალნდების, შვედეთისა და ტუნისის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.
მორიასუს გუნდი პირველ შეხვედრას 14 ივნისს, ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს.