Belive

ვინ მოიგებს ოქროს ბურთს? Goal.com-მა ნომინანტთა რეიტინგი განაახლა

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

Goal.com-მა ,,ოქროს ბურთის'' მოგების ნომინანტთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.

ვებგვერდის ვერსიით, ჯილდოს მოგების მთავარი ფავორიტი კვლავ კატალონიის ,,ბარსელონას'' ბრაზილიელი შემტევი რაფინიაა:

35 გოლი და 23 საგოლე პასი 2024-2025 წლების სეზონში, მოიგო კოპა დელ რეი და ესპანეთის სუპერთასი.

იყვნენ ისეთებიც, ვინც ამას ადრეც ამტკიცებდა, მაგრამ ბოლო პერიოდში კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ ბარსელონას შემტევ სამეულში რაფინიას როლი გადამწყვეტია და ამაზე მისი გატანილი გოლებისა და საგოლე გადაცემების რაოდენობაც მეტყველებს.

ეჭვგარეშეა, რომ ის ახლა კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს და ოქროს ბურთის მოგების ფავორიტად ითვლება.'' - წერს Goal.com

Goal.com-ის რჩეულთა შორის, ხუთეულში მოხვდნენ უსმან დემბელე, ლამინე იამალი, პედრი და მოჰამედ სალაჰი. ნომინანტთა შორის ყველაზე მეტი 4-4 ფეხბურთელი ,,პსჟ-დან'' და ,,ბარსელონადანაა''.

,,ოქროს ბურთის'' 20 მთავარი პრეტენდენტი Goal.com-ის ვერსიით:

  1. რაფინია

  2. უსმან დემბელე

  3. ლამინე იამალი

  4. პედრი

  5. მოჰამედ სალაჰი

  6. რობერტ ლევანდოვსკი

  7. დეკლან რაისი

  8. ლაუტარო მარტინესი

  9. ჰარი კეინი

  10. კილიან მბაპე

  11. ნუნო მენდეში

  12. ჯუდ ბელინგემი

  13. ვინისიუსი

  14. ვიტინია

  15. დეზირე დუე

  16. ვიქტორ დიოკერეში

  17. მაიკლ ოლისე

  18. ბუკაიო საკა

  19. ალეკსანდერ ისაკი

  20. ვირჯილ ვან დაიკი

სხვა სტატიები