ვინ მოიგებს მსოფლიო ჩემპიონატს? Goal.com-ის განახლებული რეიტინგი
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
Goal.com-მა მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები დაასახელა.
რეიტინგში პირველ ადგილს მოქმედი ჩემპიონი - არგენტინის ეროვნული ნაკრები იკავებს, რომელზეც Goal წერს:
,,არგენტინისთვის მთავარი ამბავი ის არის, რომ ლიონელ მესი ისე გამოიყურება, თითქოს, სრულიად მარტოს შეუძლია თავისი ქვეყანა ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონობამდე მიიყვანოს. მცირე ცუდი ამბავი კი ისაა, რომ მას, შესაძლოა, მართლაც მოუწიოს ამის გაკეთება!
ლიონელ სკალონიმ თავისი გუნდი აშკარად იმგვარად მოაწყო, რომ მაქსიმუმი გამოწუროს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშისგან, რომელსაც 39 წელი შეუსრულდა. ამ თვალსაზრისით, გასაკვირი სულაც არ არის, რომ ავსტრიასთან შესრულებული დუბლის შემდეგ მესის აქტივში უკვე ხუთი გოლია.
თუმცა, დასაფიქრებელია, რომ სხვას 1 გოლიც კი არ გაუტანია. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ საკმარისი დროა იმისთვის, რომ ლაუტარო მარტინესის ან ხულიან ალვარესის მსგავსმა მოთამაშემ საკუთარი თამაში იპოვოს. თუ რომელიმე მათგანი ამას მოახერხებს, მოქმედი ჩემპიონების შეჩერება ძალიან რთული იქნება.'' - წერს Goal.com
Goal-ის ვერსიით, მუნდიალის ფავორიტთა ხუთეულში, ასევე, საფრანგეთი, ესპანეთი, გერმანია და ინგლისი მოხვდნენ:
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის 10 მთავარი ფავორიტი Goal.com-ის ვერსიით:
არგენტინა
საფრანგეთი
ესპანეთი
გერმანია
ინგლისი
პორტუგალია
ბრაზილია
მაროკო
ნორვეგია
ნიდერლანდები