ტუხელი: ,,ღმერთის ხელი? ახლა კარგი მომენტია სტადიონთან შესარიგებლად და ყველაფრის გამოსასწორებლად''
2 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ტომას ტუხელს სჯერა, რომ ,,ღმერთის ხელის'' გამო, მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ინგლისი სამაგიეროს გადაიხდის, რადგან კარმა ახლა მათ მხარეს იქნება.
არგენტინამ ინგლისი 1986 წლის მუნდიალზე მარადონას დუბლით აცტეკაზე დაამარცხა - იქ, სადაც ტუხელის გუნდი ორშაბათს მექსიკასთან ითამაშებს:
,,ეს კარმაა... კარმა ჩვენთან დაბრუნდება. ჩვენ ყველაფერს შემოვატრიალებთ. რა თქმა უნდა, მახსოვს მარადონას მსოფლიო ჩემპიონატი. ინგლისის წინააღმდეგ გატანილი ორი გოლი - ერთი დრიბლინგით და მეორე, რომელიც დღევანდელ დღეს არავითარ შემთხვევაში არ ჩაითვლებოდა.
მახსოვს, რომ აცტეკას შუაგულში რაღაც ეკიდა და ჩრდილი არასდროს იძვროდა. თითქოს, დაფა ყოფილიყო ჩამოკიდებული, მზე კი იმდენად მცხუნვარე იყო, რომ ჩრდილი ყოველთვის ცენტრალური წრის გარშემო ტრიალებდა. ეს სიმბოლური სტადიონია. მახსოვს იქიდან შემორჩენილი საილუსტრაციო წიგნი და სურათები ყველა დროშითა და ატრიბუტით.
ამ მატჩის გამო საოცრად აღელვებული ვარ. მექსიკის წინააღმდეგ მექსიკაში თამაში საკულტო დაპირისპირებაა. მათსავე სტადიონზე მთელი ქვეყნის ენერგიის წინააღმდეგ თამაში მოგვიწევს.
ღმერთის ხელი? ახლა კარგი მომენტია სტადიონთან შესარიგებლად და ყველაფრის გამოსასწორებლად.'' - ტომას ტუხელი
მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ინგლისის ეროვნული ნაკრები მასპინძელ მექსიკას დაუპირისპირდება. მატჩი ორშაბათს, 6 ივლისს, 04:00 საათზეა ჩანიშნული.
Thomas Tuchel believes that England will derive karmic justice from Diego Maradona’s ‘Hand of God’ goal when they return to the Azteca Stadium to play Mexico on Sunday.
— The Athletic | Football (@TheAthleticFC) July 2, 2026
More from @JackPittBrooke ⬇️https://t.co/h7Pf90xO5B pic.twitter.com/b1eVAXtQ6M