Belive

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამორჩეული რეკორდები

1 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

ისტორიული 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა. მუნდიალის ფინალში ერთმანეთს ესპანეთი და არგენტინა დაუპირისპირდნენ და ფურია როხამ მეტოქე ექსტრა ტაიმში მინიმალური სხვაობით ფერან ტორესის გოლით 1:0 დაამარცხა.

რა თქმა უნდა ყველა მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიულია, მაგრამ ეს სახეცვლილი გახლდათ და აღნიშნულ ტურნირზე ბევრი რეკორდიც დამყარდა, გთავაზობთ არაერთ მათგანს, რომლებიც გამორჩეული იყო:

  • პირველ რიგში ეს გახლდათ მუნდიალი, რომელშიც რეკორდული რაოდენობის ნაკრებები იღებდნენ მონაწილეობას - 48.

  • ჩატარდა 104 მატჩი და გავიდა 308 გოლი, მატჩში საშუალოდ 2.96, რომელიც ასევე სარეკორდოა. შედარებისთვის წინა, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა 172 გოლი.

  • ტურნირს დაესწრო თითქმის 7 მილიონი ადამიანი, რაც ყველა წინა მსოფლიო ჩემპიონატის რეკორდს უსწრებს.

  • პირველი მსოფლიო ჩემპიონატი სამ მასპინძელ ქვეყანაში - აშშ, კანადა და მექსიკა.

  • ესპანეთმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა, ტურნირის განმავლობაში მათ მხოლოდ 1 გოლი გაუშვეს, ამაზე ცოტა გოლი მუნდიალების ისტორიაში არავის გაუშვია.

  • კრიშტიანუ რონალდუ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ექვს სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატზე შეძლო გოლის გატანა.

  • კილიან მბაპე მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მას 22 მატჩში 22 გოლი აქვს გატანილი.

  • კილიან მბაპე ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელიც ორ მსოფლიო ჩემპიონატზე გახდა ბომბარდირი.

  • ლამინე იამალი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის, ისე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა.

  • ლეო მესის ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა აქვს მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში - 11.

  • ლეო მესი ყველაზე მეტჯერ გამხდარა მატჩის საუკეთესო მოთამაშე - 16, მას ასევე მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებში ჰქონდა ყველაზე გრძელი სერია ზედიზედ მატჩებში გატანილი გოლებით (9).

სხვა სტატიები